საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში

ფონდმა”სოხუმი” ქუთაისში აქცია გამართა. სადაც ფონდის აქტივისტებმა პარტნიორებთან ერთად ქალთა მიმართ ძალადობა დაგმეს. ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მოეწყო გამოფენა, სადაც ძალადობის წინააღმდეგ მოწოდებებთან ერთად ძალადობის მსხვერპლი ქალების ისტორიებიც იყო წარმოდგენილი. 

“25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ფონდი “სოხუმი უერთდება კამპანიას “16 დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ”. ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობა დაბალია. ვფიქრობ , ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ინფორმირებულობის გაზრდას. მოვუწოდებთ თითოეულ ქალს გახდნენ უფრო მეტა აქტიურები და დაიცვან თავიანთი უფლებები”, – განცხადა ფონდის “სოხუმი” წევრმა თეა გოლეთიანმა. 

ყოველწლიური საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანია ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 25 ნოემბერს დაიწყო. წელს კამპანია ხორციელდება სლოგანით ” სახლშ მშვიდობიდან – მსოფლიოში მშვიდობამდე”. 

ქუთაისის გარდა ფონდი “სოხუმის” ორგანიზებით აქციები წყალტუბოში, ხონში, ფოთში, სენაკსა და ზუგდიდში გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *