ქუთაისი-სამტრედია სარკინიგზო ხაზის ქვეშ,

სოფელ ქვედა მესხეთში საფეხმავლო გვირაბის მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოები იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

მშენებლობისთვის 300 000 ლარზე მეტია გამოყოფილი.

სამუშაოების 60 პროცენტი უკვე შესრულებულია.

ადგილობრივები გვირაბის გაკეთებას წლების განმავლობაში ითხოვდნენ, რადგან მათ 8 კილომეტრი გზის შემოვლით უწევდათ სოფლის ცენტრთან და სოფელ მუხიანთან დაკავშირება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *