„საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“

და „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ქუთაისში არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისთვის, საინფორმაციო შეხვედრა,  “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” EECMD, ოფისში გაიმართა.

 

ევროკავშირი-საქართველოს პერსპექტივები, გამოწვევები NGO სექტორისთვის, შეხვედრების მიზანია, არასამთავრობო სექტორისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება ევროკავშირის შესახებ.

კონკრეტულად კი, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტიურ მოქალაქეებს მიეწოდოს ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, ევროკავშირის ისტორიის, დახმარების პროგრამების, ევროკავშირთან დაკავშირებული შესაძლებლობებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ინფორმაცია.

შეხვედრაზე, რომელსაც „საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის“ (GCSD) დირექტორის მოადგილე გიორგი გოგუაძე უძღვებოდა,   განასკუთრებული ყურადღება მიექცა სამოქალაქო საზოგადოების როლს საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაში.  შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს სოფლის მეურნეობის განვითარების სახლემწიფო პროგრამებისა და ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში არსებულ გამოწვევბზე, სურსათის უვნებლობისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *