მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა იმერეთის რეგიონის ტურისტული ბრენდინგის სტრატეგიის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში წარადგინეს.

შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ესწრებოდნენ.

მხარეებმა იმერეთის ტურისტულ პოტენციალზე, ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე, არსებულის განვითარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონერებისთვის მომგებიან საკითხებზე ისაუბრეს. ასევე, შეხვედრაზე რეგიონისთვის ტურისტულად მიმზიდველი სლოგანის შერჩევაზეც იმუშავეს.

პროექტის მიზანს საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე იმერეთის რეგიონის ცნობადობის ამაღლება და ტურისტთა რაოდენობის ზრდა წარმოადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *