გუმათჰესზე ხანძარი ლოკალიზებულია.

ცეცხლი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გუმათჰესი 2-ის ერთ-ერთ ტრანსფორმატორს გაუჩნდა. ასევე, ტერიტორიაზე დაიღვარა 18 ტონამდე საწვავი. ადგილზე ღია ცეცხლი და ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა.

შემთხვევის ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *