საიას ქუთაისის ფილიალს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება.

რადიო “ძველი ქალაქის” ინფორმაციით, ფილიალს ზაალ გორგიძე უხელმძღვანელებს.

ის 2003 წლიდან დღმდე მუშაობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ადვოკატად. 2000-2003 წლებში იყო შპს. ო. ჩხობაძის სახელობის სამკურნალო სარეაბილიტაციო რეგიონალური კლინიკური ცენტრის იურისტი, ხოლო 2001-2003 წლებში საქ. სტანდარტის იმერეთის ტერიტორიული ორგანოს იურისტი.

საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის პოსტს 2015 წლის 4 მარტიდან დღემდე გიორგი სანტურიანი იკავებს.

ხელმძღვანელი შეეცვალა თავად ორგანიზაციას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრებმა ახალი თავჯდომარე აირჩიეს. საიას ხელმძღვანელი სულხან სალაძე გახდა.

საიას თავჯდომარის პოსტს სამი წლის განმავლობაში ანა ნაცვლიშვილი იკავებდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *