ქუთაისში სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები

საახალწლო ნობათის მიღებას 25 დეკემბრიდან შეძლებენ. საახალწლო ნობათს 2 ათასი ბენეფიციარი მიიღებს. ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს ტენდერი 123- მა გაიმარჯვა. ტენდერში გამარჯვებული 2 ათაისი ბენეფიციარისთვის ნობათს 49 ათას 980 ლარად შეიძენს.

პროდუქტების ჩამონათვალი კი ასეთია: 2 კგ შაქარი, შედედებული რძე, ზეთი, 1 კგ შოკოლადის კანფეტი, მაიონეზი, კარაქი, 1 შეკვრა კვერცხი, გაყინული ქათამი და 2 კგ პურის ფქვილი.  

ბენეფიციარებმა საახლწლო ნობათის მისაღებად 28 დეკემბრამდე აღმაშენებლის #62 ნომერს უნდა მიაკითხონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *