ქუთაისში ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით

თეთრ ხიდზე აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი თეთრი ხმაურის მოძრაობაა.

“გამარჯვება გარდაუვალია”,”ხმაური თავისუფლებისთვის” “ჩემი სხეული ჩემია”, “ნუ გვიჭერთ”- ამ ლოზუნგებით მივიდნენ აქციის მონაწილეები თეთრ ხიდზე.

არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით გამართულ აქციას ქუთაისში ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი” შეუერთდა.

“საბოლოოდ უნდა დასრულდეს ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა. ბოლო აქცია ქუთაისში ბირჟა მაფიის ცნობილ საქმეს ეხებოდა. 10 ივნისი ყველაზე დამამახსოვრებელი იყო, რადგან ყველაზე მეტი ადამიანი მოვიდა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა ის პრეცენდენტი, რომელიც დარწმუნებული ვარ ჩვენი, საზოგადოების დამსახურებაა. იმ საზოგადოების, რომელიც აპროტესებს იმას , რაც არ მოსწონს”,- აცხადბედნენ აქციის მონაწილეები.

თეთრი ხმაურის მოძრაობა აქციას თბილისში, “ვარდების მოედანზეც” მართავს. აქციის მონაწილები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, ახალ წლამდე შეიწყალოს ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *