საქართველოს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურმა ქუთაისში საკუთარი საქმიანობის პრეზენტაცია მოაწყო.

პრეზენტაციები დაზარალებულთა კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ცირა ღაჭავას განმარტებით, შეხვედრები სამსახურის მუშაობის გაცნობასა და დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით განხორციელდა.

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური დაზარალებულს პროკურორთან და გამომძიებელთან ურთიერთობას უმარტივებს, აწვდის დეტალურ ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და სასამართლო პროცესების შესახებ. ამასთანავე, სთავაზობს არსებული სერვისებით სარგებლობას, მათ შორის სარეაბილიტაციო ცენტრებით, თავშესაფრით, იურიდიული დახმარების სამსახურით.

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური 2011 წელს შეიქმნა. საქართველოს 7 ქალაქს 19 კოორდინატორი ემსახურება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *