წყალტუბოს მერია ბავშვებისთვის

ტკბილეულს შეიძენს. შესაბამისი ტენდერი SPA170015666   7 დეკემბერს გამოცხადდა. 800 ცალი საახალწლო სასაჩუქრე პაკეტის (ტკბილეული) შესყიდვა მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.

ტკბილეულის ჩამონათვალი ასეთია:

შოკოლადის კანფეტი ხილით, შოკოლადის კანფეტი ნაღებით და შესქელებული რძით, შოკოლადის კანფეტი კარამელით, შოკოლადის კანფეტი კაკაოთი, შოკოლადის კანფეტი მოხარშული შესქელებული რძით, შოკოლადის კანფეტი შოკოლადით, შავი შოკოლადის კანფეტი- შიგთავსი შავი შოკოლადის, რაოდენობა 4 ცალი.

თითოეული საახალწლო სასაჩუქრე პაკეტი(ტკბილეული) მოთავსებული უნდა იყოს მეტალის კოლოფში. კოლოფის ზომა არანაკლებ21,5X19X4,5სმ-ისა. სასაჩუქრე კოლოფი გაფორმებული უნდა იყოს საახალწლო თემატიკის ფერადი დიზაინით და უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.

როგორც მერიაში განმარტავენ, ტკბილეული ინკლუზიური ცენტრის, დღის ცენტრ ,,პეპელას” და იმ ბავშვებისთვის გადაეცემა, ვინც საახალწლო კონცერტზე მივა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *