ავიაკომპანია “ვიზეარი” რიგის მიმართულებით ახალ ავიამიმართულებას ამატებს.

“ვიზეარი” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლატვიის მიმართულებით ავიარეისებს 2018 წლის 25 მარტიდან დაიწყებს.

ფრენები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და კვირას შესრულდება.

ქუთაისი-რიგის მიმართულებით ბილეთის ფასი 52.99 ლარი/19.99 ევროდან იწყება.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი  ამჟამად 18 მიმართულებით 12 ქვეყნაში დაფრინავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *