ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მეეზოვე ვალენტინა გოზალიშვილს ბარბარობა მიულოცა.

ქალაქის მერმა გოზალიშვილის ნობათი და საოჯახო ტექნიკა საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარიასთან და ა(ა)იპ სპეციალური სერვისების უფროსის მოადგილე ნიკა ხუციბერიძესთან ერთად გადასცა.

,,მეეზოვები არიან ის ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ ქალაქის სისუფთავისთვის. ისინი მუხლჩაუხრელად საქმიანობენ იმისთვის, რომ ჩვენს ქუჩებში სისუფთავე და წესრიგი იყოს,”-განაცხად გიორგი ჭიღვარიამ.

ვალენტინა გოზალიშვილი 66 წლისაა და 30 წელია ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *