ქუთაისში, ლესელიძის ქუჩის მეხუთე

შესახვევის მცხოვრებლები სანიაღვრე ქსელის მოწესრიოგებას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ დახურული სანიაღვრე ქსელი დაზიანებულია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე-გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილი, ააიპ სპეციალური სერვისების უფროსი ზვიად მანდარია და
უქიმერიონის ოლქის მაჟორიტარი ამირან კოპალეიშვილი, საკრებულოს წევრ ნიკოლოზ ჩეჩელაშვილთან ერთად, ლესელიძის ქუჩის მე-5 შესახვევის მოსახლეობას შეხვდენენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით 200 მეტრის სიგრძის, სანიაღვრე არხის გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება.

“დღეს მოსახლეობას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შევხვდით. საკითხი, რომელიც მათ აწუხებს წლებია პრობლემას ქმნის, ჩვეენი ერთობლივი ძალისხმევით კი ეს პრობლემა რამდენიმე დღეში გადაიჭრება. გაიწმინდება სანიაღვრე არხი და მოხდება მისი გადახურვა.”-განაცხადა  ამირან კოპალეიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *