“წინა წელთან შედარებით ფასები საახალწლო ნივთებზე მომატებულია,”- ამბობენ ქუთაისში,

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საახალწლო აქსესუარებით მოვაჭრეები. მათივე თქმით, მიუხედავად ამისა, შესაძლებელია რომ სათამაშოები, ნაძვის ხეები და საახალწლო ნათურები ნაკლები ფინანსური შესაძლებლობის მქონე მყიდველმაც შეიძინოს.

ჭავჭავაძისა და ფალიაშვილის ქუჩებზე განლაგებული სავაჭრო დახლების მეპატრონეები საახალწლო ნივთების მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს ასახელებენ.

როგორც აღმოჩნდა, ნაძვის ხის სათამაშოების შეძენა 60 თეთრიდანაა შესაძლებელი, მაქსიმალური ფასი კი 3 ლარია. რაც შეეხება თავად ნაძვის ხეს, მოვაჭრეების თქმით, ახალი წლის განუყოფელი ატრიბუტის შესაძენად მინიმუმ 6, მაქსიმუმ კი 180 ლარია საჭირო. საახალწლო ნათურების ღირებულება 3,50 დან 18 ლარამდე მერყეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *