წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 31 დეკემბერს საახალწლო კონცერტი არ გაიმართება.

მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ ერთი მასშტაბური ღონისძიება გუშინ უკვე მოეწყო, რომლის ფარგლებშიც, ნაძვის ხე სხვადასხვა აქტივობის ფონზე აინთო.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის თქმით, კიდევ ერთი მასშტაბური ღონისძიება 1 იანვარს მოეწყობა და ბავშვებისათვის საახალწლო მიუზიკლი დაიდგმება.

წყალტუბოში საახალწლო ღონისძიებები 1 იანვარს დაიწყება და 14-ში დასრულდება.

რაც შეეხება საახალწლო განათებას, ამ ეტაპზე ქალაქის შესასვლელი და ცენტრალური ნაწილია განათებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *