ქუთაისში საახალწლო კონცერტში მონაწილე შემსრულებლების ვინაობა ცნობილია.

ახალი წლის ღამეს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ძირითადად ადგილობრივი ინდივიდუალური შემსრულებლები და ჯგუფები იმღერებენ.

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ინფორმაციით, კონცერტს DJ ZAPA გახსნის.

კონცერტზე იმღერებენ მიმი ჯავახიშვილი, თიკო გრძელიშვილი, ანი შუბითიძე, თამარ ლაჭყებიანი, ჯგუფი “განგაში”, რეპერი პაჯო, ანსამბლი “მეტეხი” და fankstation.

საღამოს ჯგუფი “ოჩოს ქოხი” ერთსაათიანი პროგრამით დაასრულებს.

კონცერტი 31 დეკემბერს, 22:00 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *