“ერთადერთი რასაც ვითხოვ, ზარალის ანაზღაურება, ანუ დაშლილი მანქანის აწყობაა,”

-განცხადებას ქუთაისში მცხოვრებინ იუზა ხურცილავა აკეთებს.

ხურცილავა განმარტავს, რომ რამდენიმე დღის წინ სარფის საბაჟოზე პოლიციამ მისი მანქანა გაჩხრიკა, დაშალა, თუმცა აღარ ააწყო.

“პოლიციამ მითხრა, რომ იყო ეჭვი ჩემს მანქანაში აკრძალული ნივთიერების არსებობის შესახებ. ზეწოლა არ ყოფილა. საახალწლოდ გაყიდვას ვაპირებდი და ასეთ მდგომარეობაში მას არავინ იყიდის,”-განაცხადა ხურცილავამ.

აღნიშნულის შესახებ განცხადება იუზა ხურცილავამ “გირჩის” ქუთაისის ოფისში გააკეთა.

“გირჩის” ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის თემურ ცამციშვილის თქმით, მსგავსი ფაქტები ამ დროში არ უნდა ხდებოდეს. მისივე განმარტებით, შსს-მ საკითხთან დაკავშირებით რეაგირება უნდა მოახდინოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *