იმერეთის მხარესა და ჩინეთის ძიანსის პროვინციას შორის

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული მემორანდუმი სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს, მათ შორისაა კულტურა, ვაჭრობა, ტურიზმი და მრეწველობა.

შეხვედრას ჩინეთის დელეგაციის მხრიდან ძიანსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის დირექტორი ლიუ ძიმინი და პროვინციის ვიცე-გუბერნატორი სიე ჟუ ესწრებოდნენ.

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ იმერეთის რეგიონში ვიმყოფები. მქონდა შეხვედრა გუბერნატორთან. გაფორმდა მეგობრობის მემორანდუმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორც პროვინციისთვის, ასევე რეგიონისთვის.შეთანხმება ხელს შეუწყობს ტურისტული, კულტურული და სავაჭრო მიმართულებებით განვითარებას,”-განაცხადა სიე ჟუმ.

იმერეთის მხარესა და ძიანსის პროვინციას შორის ხელშეკრულების გაფორმება იმერეთის გუბერნატორის ჩინეთში ვიზიტის დროს დაიგეგმა.

“სტუმრად გვყავს ძიანსის პროვინციის ვიცე-გუბერნატორი. პროვინცია საკმაოდ დიდია, სადაც 45 მილიონი კაცი ცხოვრობს. მისი დედაქალაქი ქუთაისთან დამეგობრებული ქალაქია. ჩვენს ურთიერთობებს დიდი პერსპექტივა აქვს,”-განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.

საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლიდან დაიწყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *