ჭიათურის მუნიციპალიტეტში გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებები ტარდება.

აკრძალვები 4 იანვარს, ყაზბეგის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ასევე, გარემოვაჭრეებისაგან განთავისუფლდა “მაღაროელთა მოედანი.”

ჭიათურის მერის მოადგილის, გივი მოდებაძის განცხადებით, გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მიეცემათ.

“გარდა იმისა, რომ ვაჭრობა უკანონოდ ხორციელდება, უშნოვდება ქალაქის იერ-სახე და ჩნდება ანტისანიტარია,”-განაცხადა გივი მოდებაძემ.

ჭიათურის მერიაში განმარტავენ, რომ ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებმა მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, რათა შეეწყვიტათ უნებართვო საქმიანობა.

ჭიათურის მერის პაატა ნადირაძის განცხადებით, ყოფილი ,,უნივერმაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებისათვის სპეციალური ბაზრობა მოეწყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *