ორგანიზაციამ “ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ” პროექტის, “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” ფარგლებში, იმერეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიების მიზანი იყო რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის, ეფექტური დიალოგის დაწყება. პრეზენტაციას დაესწრნენ რეგიონს საზოგადოებრვი ორგანიზაციების, მედიის, თვითმმართველობის, ბიზნესის წარმომადენლები და სამოქალაო ლიდერები. 
შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება გაეცნო ჰაბის როლსა და ფუნქციას, პროექტის სამომავლო გეგმებს და იმ სავარაუდო სარგებელს, რომელსაც მიიღებს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოება. პრეზენტაციის შემდეგ, ჰაბის ინიცირებით გაიმართა დისკუსია, სადაც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს ჰაბთან და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება ჰაბს შექმნას რეგიონის ყველა აქტორთან ეფექტური კომუნიკაციის და ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგია. 
ღონისძიება ორგანიზებული იყო ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს იერ, “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების” პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო ბიუჯეტია 5,07 მლნ. ევრო, განხორციელდება სხვადასხვა სახის 110-ზე მეტი აქტივობა და გაიცემა 80-მდე გრანტი. ჯამში 720 ათასი ევროს ღირებულების, სულ მცირე 2500 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების და დასაქმების ცენტრი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *