საზოგადოება
ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში სოციალური დაცვისთვის 3 მილიონ 217 ათას 400 ლარია გამოყოფილი
ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში სოციალური დაცვისთვის 3 მილიონ 217 ათას 400 ლარია გამოყოფილი.

თანხა სხვადასხვა შიდა მიმამართულებებზე ასეა გადანაწილებული.

სოციალური საცხოვრისის კომუნალური ხარჯების უზრუნველყოფა - 16 ათასი ლარი

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება - 820 ათასი ლარი

სარიტუალო დახმარება - 70 ათასი ლარი

სოციალური ღონისძიებები - 288 ათასი ლარი

სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა - 200 ათასი ლარი

განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა თანადგომა - 150 ათასი ლარი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება - 25 ათასი ლარი

უფასო მგზავრობა - 215 ათასი ლარი

ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლი - 620 ათასი ლარი


დეპუტატები რიგ საკითხებთან ერთად 2018 წლის ბიუჯეტის განხილვას ხვალ გეგმავენ და სავარაუდოდ, ხვალვე დაამტკიცებენ.


| Print |