თაბუკაშვილის ქუჩაზე 36-ე სკოლამდე

მისასვლელი ასფალტის გზის დაგება მალე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. ქუთაისის მერი ვითარებას  ადგილზე ვიცე მერ გიორგი იობაშვილთან და ვაკისუბნის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად გაეცნო.

,,თაბუკაშვილის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება დღემდე უჭირს. აქვეა 36-ე სკოლა და უამინდობისას სკოლამდე მისასვლელი გზა თითქმის მიუვალია. ჩვენ აღნიშნული პრობლემა მიმდინარე წლის ბიუჯეტში გავითვალისწინეთ 2 თვეში აქ სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე 800 მ სიგრძის ასფალტის საფარი დაიგება,”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *