“წარმატების ფორმულა”- ასოციაიციამ “ქალები რეგიონების განვითარებისათვის”

და მასთან არსებულმა “ქალთა კლუბმა” ტრადიციული საღამო გამართეს.

ღონისძიებაზე სამსახურეობრივი და პირადი განსაკუთრებული მიღწევების შესახებ კლუბის წევრმა რვა ქალბატონმა ისაუბრა.

“ყოველი წლის იანვრის თვეში ქალთა კლუბის წევრები წინა წლის განსაკუთრებული წარმატებების შესახებ გვიყვებიან. ძალიან მიხარია, რომ ნომინანტები საკმაოდ ბლომად არიან. ვფიქრობ, რომ მათი თითოეული წარმატების შესახებ ფართო საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ერთმანეთის წინ გადადგმული ნაბიჯი და წარმატება გვიხარია,”-განაცხადა ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისათვის” და “ქალთა კლუბის” პრეზიდენტმა მაკა ხეცურიანმა.

საკუთარი წარმატებული ისტორიებით წარსდგნენ-მუსიკოსი, პიანისტი ნანა დოღონაძე, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ ნაკრძალის საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალისტი, ლელა მახარაძე; აკ. წერეთლის უნივერსიტეტის ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, გერმანისტი ნუგეშა გაგნიძე; ქუთაისის ზ. ფალიაშვილის სახ.მე-2 სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელი ნინო დოღონაძე; ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის დამფუძნებელი და დირექტორი ნინა ჩიკვაშვილი; ლ. მესხიშვილის თეატრის, თუმანიშვილის თეატრის იურისტი და ბიზნესმენი თამუნა ებრალიძე; CENN-ის იმერეთის რეგიონალური კოორდინატორი, პედაგოგი და ტრენერი მაია კეზევაძე; GPI ჰოლდინგის იმერეთის ორგანიზაციის მენეჯერი ჟანა ბაბუნაშვილი.

“მხვდა წილად ბედნიერება, რომ წელსაც ვიყო ნომიმანტი. ვარ მუსიკოსი და ჩემი დიდი შრომა აღნიშნული იყო რამდენიმე საერთაშორისო კონკურსზე, ჩამომივიდა წლის საუკეთესო კონცერტ- მაისტერის ტიტული. ნებისმიერი პროფესიონალისათვის თავის პროფესიაში აღიარება ძალიან დიდი ბედნიერებაა,”-განაცხადა პიანისტმა ნანა დოღონაძემ.

ღონისძიებას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“მე, რასაკვირველია, დადებითად ვაფასებ ქალთა კლუბის მოღვაწეობას. ყოველ წელს ვესწრები მათ შემაჯამებელ ღონისძიებას. მათ ბევრ კარგ ღონისძიებას დაუდეს საფუძველი, მათ შორის რიონის დაცვის დღესა და დასუფთავების აქციას,”-განაცხადა საიას ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელმა ნოდარ ჯიქიამ.

საღამოზე ზ. ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სკოლის მოსწავლემ, პიანისტმა ეკატერინე ნიკოლაძემ დაუკრა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *