თბილისისა და ბათუმის შემდეგ

“ჯასთ კაფე” ქუთაისის იუსტიციის სახლშიც გაიხსნა. იუსტიციის სახლში მისულ სტუმრები ასობით სერვისს უფრო კომფორტულ გარემოში მიიღებენ.

“ქუთაისის ისუტიციის სახლშიმყოფ მომხმარებელს, ფინჯანი ყავისა და კაფეს მიერ შეთავაზებული კერძების დაგემოვნების პარალელურად, შეუძლიათ ისარგებლონ იუსტიციის სახლის არაერთი მომსახურეობით, დააფიქსირონ მოთხოვნა ამა თუ იმ სერვისზე, მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია და მზა დოკუმენტი”,- განაცხადა იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა.

“ჯასთ კაფეში” განაცხადის მიღებას მომსახურეობისათვის საჭირო ყველა თანამდეროვე საშუალებით იქვე მყოფი ოპერატორები ახორციელებენ. ადგილზე ხდება პირადობის მოწმობისა თუ პასპორტისათვის აუცილებელი ფოტოსურათის გადაღება.

“ჯასთ კაფე” იუსტიციის სახლის სერვისებით დაინტერესბული სტუმრებისათვის იმუშავებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *