ქუთაისში, ერთ-ერთ სკვერში სპეციალური ენერგიის გამომამუშავებელი

ველოსიპედები დამონტაჟდება.  ველოსიპედების საშუალებით  მსურველებს შეეძლებათ ენერგიის გამომუშავება და ნებისმიერი ტექნიკური ნივთის დატენვა.

პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია “თაობათა დიალოგი” 350.ორგ-ისა და გლობალური მწვანე გრანტების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

“Сharging Eco Space”-ის ფარგლებში, ველოსიპედების დამონტაჟების გარდა, ეკოლოგიური კულტურისა და კლიმატის ცვლილებების თაობაზე ცნობიერების ამაღლების კუთხით სხვადასხვა აქტივობები განხორციელდება.

ველოსიპედები ქალაქში მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში განთავსდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *