ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში 21 თებერვალს ფილმის “ექვთიმე ღვთისკაცი” ჩვენება გაიმართება.

ჩვენებას ექვთიმეს როლის შემსრულებელი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი დაესწრება.

არსებული ინფორმაციით, ჩხიკვიშვილი გერმანიიდან სპეციალურად ამ დღისათვის ჩამოდის.

21 თებერვალს, 14:00 საათზე, ფილმის შემოქმედებით ჯგუფთან შეხვედრა ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში მოეწყობა. 15:00 საათზე კი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 155 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. ფილმის “ექვთიმე ღვთისკაცის” ჩვენება კი “კინო საქართველოში” 18:00 საათიდან დაიწყება.

ფილმის გადაღებები, რომელიც საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველის ცხოვრებას ეძღვნება, თბილისისის პარალელურად პარიზსა და ლევილში მიმდინარეობდა. სიუჟეტი 1921-1945 წლებში ექვთიმეს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნის პერიოდს ასახავს. ფილმის მთავარი გმირი 39 ყუთში განთავსებულ ქართველი ერის საგანძურს იცავს მსოფლიოს ცნობილი მუზეუმებისგან, მდიდარი კოლექციონერებისგან, კრიმინალებისგან, ფაშისტებისგან. სურათში, ასევე, ექვთიმე თაყაიშვილისა და ნინო პოლტორაცკაიას გამორჩეული სიყვარულის ისტორიაა აღწერილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *