მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს საქართველოს პარლამენტმა

“თავისუფლების ქარტია” მიიღო, საბჭოთა სიმბოლოები საჯარო სივრცეებში მაინც რჩება.

გამონაკლისი არც ქუთაისია. ქარტიის თანახმად, უნდა აღებულიყო საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლოები, ძეგლები, მონუმენტები, ბარელიეფები, უნდა გაუქმებულიყო წარწერები, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებები და ა.შ.

ქუთაისიდან საბჭოთა სიმბოლოების გადატანის ინიციატივით არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია” გამოვიდა. ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ქალაქმა საჯარო სივრცეებიდან საბჭოთა სიმბოლიკების წაშლას საშველი ვერ დააყენა.

რადიო “ძველი ქალაქი” დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ ქუთაისელები. თვლიან თუ არა საჭიროდ მოქალაქეები ქალაქიდან საბჭოთა სიმბოლოების გაქრობას. დეტალები მოისმინეთ გამოკითხვაში.

ფოტოები: “ევროპა ჩვენი სახლია”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *