არასამთავრობო ორგანიზაციამ “სიდა” კანონთან

კონფლიქტში მყოფი პირებისათვის მცირე ბიზნეს გრანტების გაცემა დაიწყო. პროექტის  მიზანია ყოფილი პატიმრების ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა და მათი რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.

პროექტის ფარგლებში 110 ბიზნეს გრანტის გაცემ იგეგმება. პირველ ეტაპზე ბიზნეს-გეგმების კონკურსში გამარჯვებულ 43 ბენეფიციარზე განხორციელდება სხვადასხვა პროდუქციის, ტექნიკისა და ბიზნესისათვის საჭირო მასალების გადაცემა თბილისში, აჭარაში, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.

“ბიზნეს გრანტები ხელს უწყობს პროექტის ბენეფიციართა ჩართულობასა და გაძლიერებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ტურიზმისა და მომსახურების სფეროები.
13 თებერვალს სიდას და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა გრანტი გადასცეს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ,,ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის” ბენეფიციარებს. გადაცემის პროცესს ცენტრის დირექტორი თათია ხოჭოლავა და პროექტის მენეჯერი ნინო დემეტრაშვილი დაესწრნენ. დემეტრაშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში ბენეფიციართა ხელშეწყობა ხორციელდება უშუალოდ ბიზნესისთვის საჭირო პროდუქტით და არა ფულადი სახით, ეს ფორმა კი უფრო მეტად განაპირობებს ბიზნესის მდგრადობასა და განვითარებას”,- წერია “სიდას” განცხადებაში.

კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისათვის, ბიზნეს გრანტების გაცემა ხორციელდება ევროკავშირისა და იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების “ყოფილ პატიმართა ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა” და “ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში” ფარგლებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *