აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

გუშინ დამოუკიდებელი რესპუბლიკის ფარგლებში პირველი კონსიტიტუციის მიღების დღე აღნიშნეს. ღონისძიების ორგანიზატორი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელი იყო.
შეხვედრის მომხსენებლები უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები – საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი მადონა ბასილაძე და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარ დავით ხვადაგიანი იყვნენ.

მადონა ბასილაძემ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ბუნებაზე, მათი დაცვის საჭიროებასა და გზებზე ისაუბრა. დავით ხვადაგიანმა კი საზოგადოებას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების დეპუტატთა ბიოგრაფიების კრებული წარუდგინა. კრებული 145 დეპუტატის ამბავს აერთიანებს.მკვლევარების თქმით, საქართველოსთვის, შესაძლოა, ეს გამოცემა სავიზიტო ბარათად იქცეს მისი პარლამენტარიზმისა და დემოკრატიის ისტორიის გამოცდილების გაზიარებისას ყველა დაინტერესებული პირისთვის. 

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო. ქვეყნის ძირითადი კანონი, რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ემუშავა, იმ დროისთვის პროგრესული დოკუმენტი იყო.

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ მიღებულ კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ნაწილს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *