ქუთაისის მერია წერეთლის უნივერსიტეტს სკვერს გადასცემს.

ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში, ცხინვალის შესახვევთან სკვერს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი მოაწყობს.

“ქუთაისის მერიასა და ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის არსებული მოლაპარაკების თანახმად, ქუთაისში ცხინვალის შესახვევთან სკვერი მოეწყობა, რომლის მოწყობის ხარჯებსაც თავად უნივერსიტეტი გაიღებს და აღნიშნული სკვერი წერეთლის უნივერსიტეტს გადაეცემა სარგებლობის უფლებით. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო, უნივერსიტეტის გარე ფასადის შესაძლო განათების საკითხსაც,
მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის დეტალებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მომავალში წერეთლის უნივერსიტეტსა და ქუთაისის მერიას შორის თანამშრომლობა მეტად აქტიური გახდება”,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *