ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს

წარმომადგენლები ქუთაისში 150-მე მეწარმეს შეხვდნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობასთან ერთად მეწარმებისაგან ის პრობლემები მოისმინა, რასაც მუშაობის პროცესში აწყდებიან. 

ზვიადი გრძელიძე შპს ბაია-გუნდის წარმოების დირექტორია და ერთ-ერთი იმ 150 მეწარმედან , რომელიც შეხვედრას დაესწრო.

მან სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში საწარმო გააკეთა, რომელიც სხვადასხვა მარცველეულის ფაფებს აწარმოებს. საწარმო ჯერეჯერობით პროდუქციას ადგილობრვ ბაზარს აწვდის, თუმცა გეგმავენ ნაწარმი საზღვარგარეთაც გაიტანონ. საწარმოსთვის ამ ეტაპზე პრობლემას პროდუქციის რეკლამირება წარმოადგენს. 

ეს მახლაზი კაპანაძეა. ზესტაფონში თევზის მეურენობა აქვს. პროდუქცია მასაც ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე გააქვს. პრობლემებს ტბორების იჯარით აღების დროს აწყდება. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის თქმით, მეწარმეები ძირითადად წარმოებასთან დაკავშირებულ რეგულაციებთან მიმართებაში აწყდებიან პრობლემებს.    “ძირითადად წარმოებასტან დაკავშირებული პრობლემებია ის რეგულაციები, რომელსაც ჩვენ ვნერგავთ.ამასტან, ადაპტაციის პროცესში გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მეწარმეებმა უნდა გადააიარაღონ, შესბამისი სტანდარტები დანერგონ თავიან წარმოებაში და ამასთან დაკავშირებით ვისმენთ რასა საჭიროება არის, რომ შესაბამისადმათ ჰქონეთ ხელმისაწვდომობა იმ ფინანსებზე, რაც საჭიროა ევროპული სტანდარტების მათ წარმოებაში დასანერგად”.

მეწარმეებთან შეხვედრას “აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილე ზვიად ქვლივიძე ესწრებოდა, მისვე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ მეწარმეებს უფრო დახვეწილი და მიზნობრივი პროგრამები შესთავაზონ. “ჩვენი მიზანია წელს წარვსდგეთ უფრო განახლებული და მიზნობრივი პროგრამით რეგიონებში.პრიორიტეულ სექტორებზე გავაკეთოთ აქცენტი და გადამუშავებულ პროდუქციაზე რეგიონებში, რათა უფრო მეტი დამატებითი ღირებულებბა შეიმნას და  უფრო მეტი ადამიანის დასაქმება გახდეს შესაძლებელი”,- განაცხადა ზვიად ქვლივიძემ. 

ეკონომიკის სამინისტრო რეგიონებში მეწარმეებს ღრმა და ყოვილისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის პროცესში ახალ რეგულაციებს ეტაპობრივად აცნობს. შეხვედრების მიზანი მათთვის ფინანსების ხელმისაწვდომობა და საწამოების გადაიარაღებაა, რათა ქართული ნაწარმი ევროპის ბაზარზე თავისუფლად მოხვდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *