გუშინ, ქუთაისში, ცენტრალური ბაზრობის მიმდებარე

ტერიტორიაზე გარე მოვაჭრეებს გაფრთხილების ბარათები ჩააბარეს. შესაბამისად დღეიდან ქუთაისში გარე ვაჭრობის აკრძალვა დაიწყო. ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას თქმით, მათ უკვე იზრუნეს გარე მოვაჭრეებისთვის ალტერნატიულ ფართზე, რომელსაც სამი თვით უფასოდ მიიღებენ.

“პირველი მარტიდან დავიწყებდით გარევაჭრობის მოწესრიგებას. თავიდან დავიწყებთ ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან და შემდეგ მოვიცავთ მთელს ქალაქს. ხვალიდან პრაქტიკულად ზედამხედველობის სამსახური იწყებს მუშაობას ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. მე მინდა ვაუწყო გარემოვაჭრეებს , რომ ჩვენ ყველა ბაზრის ხელმძღვანელს შევხვდით. ისინი მზად არიან გამოუყონ ადგილები მოვაჭრეებს. , სამი თვის მანძილზე ეს ადგილები იქნება უფასო.
ქუთაისისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქალაქს უნდა მივცეთ ნორმალური იერსახე, შესაბამისად ვერ შევეგუებით გარე ვაჭრობას.”  – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *