სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გორმაღალში

მეწყერის საშიშიროება მუდმივად არსებობს. სტიქია სოფელში რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტის მერი ვალერიან ფოცხვერია გორმაღლის თემში დამეწყრილ ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

“ამ დრომდე სტიქიამ ორი ოჯახი დააზარალა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა მათი ახალი საცხოვრებელი. ამჯერად ველოდებით ექსპერტების დასკვნას, რამდენად უსაფრთხო იქნება მოსახლეობისთვის კონკრეტულ ტერიტორიაზე ცხოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზრუნებთ ჩვენი მოქალაქეების ახალი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე”– განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიან ფოცხვერიამ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად არის ჩართული აღნიშნული პრობლემის მოგვარების პროცესში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *