გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგის დღე-ღამურ რეჟიმში ფუნქციონირებადი ქსელის მონაცემების თანახმად,

5 მარტის დილის საათებიდან დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, განსაკუთრებით მდ. რიონის აუზში ადგილი აქვს წყლის დონეების მნიშვნელოვან მატებას, რაც მოსული ძლიერი ნალექებითაა გამოწვეული.
მდინარეთა ქვემო წელში წყლის დონეების მატება გაგრძელდება 6 მარტის შუადღემდე. წყლის დონეების საშიშ ნიშნულებამდე აწევა მოსალოდნელი არ არის.
6 მარტის დღის მეორე ნახევრიდან, ნალექების ინტენსივობის შესუსტების გამო, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეები ეტაპობრივად დაიწევს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *