სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის

“თაობათა დიალოგის” ოფისში კლიმატის წვეულება მოეწყო. 

წვეულების მიზანს კლიმატის ცვლილებების მიმართ სტუმრების ყურადღების მიპყრობა წარმოადგენდა. 

“კლიმატის წვეულება არაფორმალურ გარემოში ჩატარდა, სადაც მონაწილეებმა ისაუბრეს ეკოლოგიურ პრობლემებზე და გაუზიარეს ერთმანეთს კონკრეტული, პირადი მაგალითები თუ როგორ შეუძლია ინდივიდს შეცვალოს გარემო ეკოლოგიური თვალსაზრისით უკეთესობისკენ,”-აცხადებენ ორგანიზაციაში.

შეხვედრაზე მოწვეული სტუმრები და დაინტერესებული პირები ნარჩენების მეორადი გამოყენების პრაქტიკულ მაგალითებს გაეცნენ.

წვეულება პროექტის-“Chargin Eco Space” ფარგლებში მოეწყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *