ქუთაისის აეროპორტიდან სალონიკის მიმართულებით ფრენები 10 მარტიდან განახლდება. 

სალონიკის აეროპორტის რეკონსტრუქციის გამო, ავიაკომპანია “ვიზეარი”-ს ფრენები ქუთაისიდან დროებით კავალას აეროპორტში სრულდებოდა.

უნგრული ავიაკომპანია “ვიზეარი” 2012 წლიდან ასრულებს ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც სრულად ამავე წელს განახლდა. ის წარმოადგენს პირველ საერთაშორისო აეროპორტს რეგიონში, რომელიც ორიენტირებულია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *