თერჯოლის ნომერ

მეორე საჯარო სკოლის სახურავი ძლიერმა ქარმა დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს თერჯოლის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომლები მუშაობდნენ, რომლებმაც სალიკვიდაციო სამუშაოები ჩაატარეს.

ტერიტორია თერჯოლის მერმა ბონდო სოფრომაძემ და პირველმა მოადგილემ მანუჩარ ფანჩულიძემაც დაათვალიერეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *