საიას ქუთაისის ფილიალში ქალთა მიმართ

და ოჯახში ძალადობის შესახებ ისაუბრეს. საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის, ზაალ გორგიძის თქმით, ძალადობის ფაქტები გაზრდილია, თუმცა ამავდროულად გაზრდილია მიმართვიანობა.

“თუ გადავხედავთ ჩვენი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკას, მომატებულია ოჯახში ძალადობის ფაქტები. ამაში იგულისხმება ის რომ მომატებულია მიმართვიანობა. გაზრდილია საპატრულო პოლიციის გამოძახების ფაქტები. ჩვენ ყოველდღე მოგვამართავენ მოქალაქეები კონსულტაციებზე ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით”,- განაცხადა ზაალ გორგიძემ.

საიაში მოძალადის სარეაბილიტაციო ცენტრების გახსნის აუცილებლობაზეც საუბრობენ. ზაალ გორგიძის თქმით, კანონის მოქმედება ამ ცენტრების შექმნის შემდეგ უფრო ეფექტური იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *