საზოგადოება
ჭიათურაში მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნა მდინარე ყვირილას აღარ დააბინძურებს
ჭიათურაში ნედლეულის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა კეთდება. ქარხნის მოწყობის სამუშაოები უკვე დაწყებულია. შ.პ.ს. "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის, ნიკა ჩიქოვანის თქმით, ახალი ქარხანა საათში 200 ტონა ნედლეულს გადაამუშავებს. ქარხნის მოწყობა 20 მილიონი დოლარი ჯდება. პირველ დანადგარებს აპრილში ელოდებიან.

"პირობა არის, რომ ძველი ქარხნები უნდა დაინგრეს. ვფიქრობთ, რომ ჯერ ამ პირველ პროექტს გავუშვებთ, ვნახავთ გერმანელებთან ერთად თუ გაამართლებს. ამ შემთხვევაში მეორე ქარხანასაც შევუკვეთავთ და საერთოდ, სულ ახალ ტექნოლოგიაზე გადავალთ",- აცხადებს ნიკა ჩიქოვანი.

ქარხანა 3, 4 ჰექტარზე შენდება და მასში "ჯორჯიან მანგანეზის" 250-მდე თანამშრომელი დასაქმდება.
მადნის გამდიდრების შედეგად დაბინძურებული წყალი შლამთან ერთად მდინარე ყვირილაში ჩაედინება, რაც მის დაბინძურებას იწვევს. ახალი საწარმო კი მდინარის დაბინძურების რისკებს გამორცხავს.

"ნარეცხი წყალი ჩადის მდინარეში და ბინძურდება. ამ ქარხანას აქვს დახურული ციკლი. გერმანელები გვპირდებიან, რომ 95 პროცენტს ამოიღებენ მარგანეცს და პრაქტიკულად სუფთა მიწა რჩება. შლამები ყვირილაში აღარ ჩავა და აღარ დაბინძურდება. ამით ამ ეკოლოგიურ პრობლემას გადავჭრით",- განაცხადა ნიკა ჩიქოვანმა.

ახალი საწარმოს გახსნა მიმდინარე წლის ბოლოს, დეკემბერში იგეგმება.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში საახალწლო განათების მონტაჟი დაიწყო.
16:16 / 11.12.2018
ქუთაისში საახალწლო განათების მონტაჟი დაიწყო.
ქუთაისში საახალწლო განათების მონტაჟი დღეიდან დაიწყება.
14:03 / 11.12.2018
ქუთაისში საახალწლო განათების მონტაჟი დღეიდან დაიწყება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 2018-2019 წლის ზამთრის სეზონის პროგნოზს
აქვეყნებს.
12:46 / 11.12.2018
გარემოს ეროვნული სააგენტო 2018-2019 წლის ზამთრის სეზონის პროგნოზს აქვეყნებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,11 დეკემბერს, დღის მეორე
ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში,
12:18 / 11.12.2018
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,11 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში,
ახალი ამბები
ზესტაფონში საპროტესტო აქციები მომავალი კვირიდან განახლდება
16:08 / 11.12.2018
ზესტაფონში საპროტესტო აქციები მომავალი კვირიდან გაგრძელდება.
ზესტაფონის მერი მერობის ყოფილ კანდიდატს გიორგი გოგლიჩიძეს სასამართლოში უჩივლებს
13:44 / 11.12.2018
ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე ზესტაფონის მერობის ყოფილ კანდიდატსა და მიმდინარე აქციების ორგანიზატორს
"უკიდურესად მძიმე პირობებში კვლავ რჩებიან ადამიანები ხონისა და ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში"
14:12 / 07.12.2018
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართა.
თეთრ ხიდზე დეკორატიული ქვების შეტანის გამო, შესაძლოა, კომპანია 2 000 ლარით დაჯარიმდეს
16:05 / 06.12.2018
თეთრ ხიდზე ქვების შეტანის გამო, სამუშაოების შემსრულებელი კომპანია "ალმა რუს საქართველო" შესაძლოა, 2 000 ლარით დაჯარიმდეს.
უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, "ალმა რუს საქართველომ" 185 000 ლარი უნდა დააბრუნოს
15:50 / 06.12.2018
"ალმა რუს საქართველოს", რომელიც თეთრი ხიდის რეაბილიტაციას ახორციელებდა,
"ქუთაისში მოქალაქეების 70 % პარკირების გადასახადს არ იხდის"
13:25 / 06.12.2018
ქუთაისის მერიაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევას ეხმაურებიან.
ვალუტა
EUR
EUR
3.0412
TRY
TRY
0.5037
USD
USD
2.6670
«« დეკემბერი  »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
თბილისი 3 - 11 °C
img
ქუთაისი 7 - 16 °C
img
ბათუმი 9 - 17 °C
img