“ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში”

ქუთაისის არტრუკისა და ბროშურის პრეზენტაცია მოეწყო. პროექტზე მხატვარმა ელენე მელქაძემ და მწერალმა დათო ტურაშვილმა იმუშავეს. მწერლის თხზულება ,,სიყვარულის დედაქალაქი” სწორედ მელქაძის ნამუშევრებითაა დასურათებული.

“ნახატებში ჩემი თვალით დანახული ქუთაისია წარმოდგენილი. ასევე, გამოფენილი გვაქვს იმერული სამზარეულოს თემატიკაზე შექმნილი 12 ნამუშევარი,”-განაცხადა ელენე მელქაძემ.

გარდა ამისა, ქალაქის მერმა და საკრებულოს წარმომადგენლებმა შეკრებილ ჟურნალისტებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *