საზოგადოება
მეწარმე ქალების მიერ შექმნილი სამოსისა და აქსესუარების გამოფენა ქუთაისში
ხელნაკეთი სამკაულები და ჩანთები; ქალის სამოსი; მულინის ძაფითა და ბისერებით ნაქარგი პროდუქცია ქუთაისში, მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფინეს. ჩამოთვლილი აქსესუარების შემქმნელები მეწარმე ქალები არიან, რომლებიც ქუთაისის ამერიკულმა კუთხემ გააერთიანა.



პროექტის ფარგლებში, გამოფენის მოწყობამდე, მეწარმეებს თეორიული ლექციები მარკეტინგზე, მენეჯმენტსა და ფინანსურ დაგეგმარებაზე ჩაუტარდათ.

"პროექტში მონაწილეობა იმერეთის რეგიონიდან 20-მდე ქალმა მიიღო. მარტის თვე ქალთა ისტორიის დღეა და რადგან აქტუალური თემაა ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, გადავწყვიტეთ, მსგავსი ღონისძიება მოგვეწყო. დღევანდელი გამოფენა მათ მიერ შექმნილი პროდუქციის ფართო მასებისათვის გაცნობას ემსახურება,"-განაცხადა  ქუთაისის ამერიკული კუთხის კოორდინატორის ინგა ივანეიშვილმა.



ელისო გეგენავა 17 წელზე მეტია ხელნაკეთი ნივთების შექმნითაა დაკავებული. გეგენავა ძირითად აქსესუარებსა და ჩანთებს ქსოვს. 

"ვფიქრობ, მსგავსი გამოფენები ხშირად უნდა მოეწყოს და ჩვენნაირმა ადამიანებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა. ტრენინგების დროს მივხვდი, რომ ჩემს ბიზნესს განვითარება სჭირდება და მე ამისთვის მზაობა უნდა მქონდეს,"-განაცხადა გეგენავამ.



ამერიკული კუთხე პროექტს-"ბიზნესი მაღალ ქუსლებზე" სკაუტურ მოძრაობა "საქართველოს სკაუტებთან" ერთად ახორციელებს.



FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის კლუბების
მუშაობის
17:51 / 20.10.2018
თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის კლუბების მუშაობის
სახალხო დღესასწაული ,,საჩხერლობა 2018
17:42 / 20.10.2018
სახალხო დღესასწაული ,,საჩხერლობა 2018" აღინიშნა.
საჩხერეში საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა
17:37 / 20.10.2018
საჩხერეში საზოგადოებრივი ცენტრი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა
განახლებად ენერგიის წყაროებთან დაკავშირებით ქუთაისში ფორუმი მოეწყო.
17:16 / 20.10.2018
განახლებად ენერგიის წყაროებთან დაკავშირებით ქუთაისში ფორუმი მოეწყო.
ახალი ამბები
საარჩევნო ბიულეტენებში გრიგოლ ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობის" სახელით შეიყვანეს
17:01 / 19.10.2018
"ძალა ერთობაშიას" ნაცვლად გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტის
ქუთაისის მერი: თვის ბოლოს თეთრი ხიდი გრანდიოზულად გაიხსნება
12:00 / 19.10.2018
თეთრი ხიდის რეაბილიტაცია თვის ბოლოს დასრულდება.
"თავისუფალი თეატრი" ქუთაისში "კომედიანტებს" უჩვენებს
11:09 / 19.10.2018
მესხიშვილის თეატრს "თავისუფალი თეატრი" ესტუმრება.
"თითოეულ საჯარო მოხელეს ზურაბიშვილის მხარდაჭერთა სიების მოგროვება ევალებათ" - სამსონ გუგავა
12:16 / 18.10.2018
"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი,
59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ხელი ეთიკის კოდექსს მოაწერეს
15:52 / 17.10.2018
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი.
პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა ამოიწურა
10:44 / 17.10.2018
გუშინ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა დასრულდა.
"თუ მოასწრეს პარლამენტის წაღება  უკან დავაბრუნებინებთ" - გრიგოლ ვაშაძე
17:17 / 16.10.2018
ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას"
ვალუტა
EUR
EUR
3.0921
TRY
TRY
0.4796
USD
USD
2.6972
ამინდი
თბილისი 11 - 23 °C
img
ქუთაისი 14 - 27 °C
img
ბათუმი 17 - 24 °C
img