ჭიათურაში პროფკავშირები და მაღაროელები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ხელფასის მატებას, კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ.
მაღაროელებს დღეს “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველი უნდა შეხვდებოდა, თუმცა როგორც პრესსამსახურში განაცხადეს, შეხვედრა ნიკა ჩიქოვანის შეუძლოდ ყოფნის გამო ვერ შედგება.

“დღეს უნდა მომხდარიყო შეხვედრა სპეციალურ მმართველთან . როგორც გვეუბნებიან შეუძლოდ გახდა. აქცია როგორც დაგეგმილი იყო გაიმართა. თუმცა, იმ განსხვავებით, რომ პროფკავშირები და მაღაროელები ვაცხადებთ, ვრჩებით მოლაპარაკების რეჟიმში. სპეციალურ მმართველს ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას და იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე დღეში დაგეგმილი შეხვედრა შედგება და საუბარი მაღაროელთა პრობლემებზე იქნება. “- განაცხადა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, თამაზ დოლაბერიძემ.

“ჯორჯიან მანგანეზი” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ შეხვედრა უახლოეს 2-3 დღეში გაიმართება. აქციის მონაწილეების თქმით, დასაქმებულების და პროფკავშირების მიერ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნები, შეუსრულებლბის შემთხვევაში, შრომითი დავის დაწყების მიზეზად იქცევა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *