ქუთაისში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი

კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. მარიამ ქებურია და თამარ წახნაკია მონპლეზირის თაღთან არსებულ კედელს მოხატავენ.

“გადავწყვიტეთ, მთავარი აქცენტი გაგვეკეთებინა ანბანსა და განათლებაზე, ისტორიული წერილებიდან წამოსულ ინსპირაციებზე და მრავალფეროვნებაზე,”-განაცხადეს მხატვრებმა.

გამარჯვებულები ქუთაისის მერიის, ზურაბ ჟვანიას სკოლისა და ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებისაგან შემდგარმა კომისიამ გამოავლინა.

კომისიის განმარტებით, ნამუშევრის შინაარსობრივი ნაწილი გამოხატავს ახალგაზრდა თაობის წიგნთან ურთიერთობით გამოწვეულ აღტაცებას.

უკვე მოხატული კედლის გახსნის ცერემონია 14 აპრილს, დედაენის დღეს გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *