პროფესიული საქმიანობის

დროს დაღუპულ  ერთ მეშახტეს ტყიბულში დღეს დაკრძალავენ. ტრაგიკულად დაღუპული ხუთი მეშახტე კი 10 აპრილს, სამშაბათს  დაასაფლავეს.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში,  5 აპრილს, გამთენიისას გვირაბი ჩამოიშალა, რა დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შახტი, სადაც 5 აპრილს 6 მუშა დაიღუპა, “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *