“მე მგონია, სამოციანელები რომ დაბრუნდნენ პეტერბურგიდან

საქართველოში იმის მერე ისე არ უჭირდა ქართულ ენას, როგორც დღეს” – ამის შესახებ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლუკა დვალიშვილმა სტუდენტთა II საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ქართულ ენას დიდი მოვლა სჭირდება.

“მე ერთი სურვილი მექნება, ჩვენი კონფერენციის მონაწილეების თანადგომით მივმართოთ ქალაქის ხელმძღვანელობას, რომ ქუთაისში არსებული უცხოენოვანი წარწერების განთავსდეს შესაბამისი ქართული შესიტყვება. ალბათ, ამ კონფერენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ესეც იქნება. ისევ ქუთაისიდან უნდა დაიწყოს ის დიდი საქმე, რასაც ქართული ენის სტატუსის განმტკიცება ჰქვია. უფრო მეტსაც გეტყვით, მე მგონია სამოციანელები რომ დაბრუნდნენ პეტერბურგიდან საქართველოში მის მერე ისე არ უჭირდა ქართულ ენას, როგორც დღეს.”- განაცხადა ლუკა დვალიშვილმა.

სტუდენტთა II საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენციია სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა, აგრეთვე თურქეთიდან რიზესა და დუზჯეს უნივერსიტეტებიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა მიიღეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *