ქუთაისში, მონპლეზირის თაღთან მიუსაფარი

ბავშვების თემაზე შექმნილი ნამუშევრები გადაღებეს. მათი ადგილი დედა ენის თემატიკაზე კონკურსის შედეგად შერჩეულმა ნახატებმა დაიკავა.

ბავშვთა თემატიკაზე კედელი “ვორლდ ვიჟენის” კამპანიის “ეს არ არის ჩემი არჩევანი”-ს ფარგლებში ქუთაისის მერიასთან თანამშრომლობით მოიხატა. ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ მიუსაფარი ბავშვების საკითხი თვითმმართველობის პრიორიტეტი კვლავ იქნება.  

“თვითმმართველობასთან მიუსაფარ ბავშვთა პრობლემასთან დაკავშირებით 2013 წლიდან ვმუშაობთ. მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრი ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ჩამოყალიბდა. საკმაოდ პოზიტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, ფაქტი, რომ გადაიშალა მესიჯი, რაც მიუსაფარ ბავშვთა საკითხს ეხებოდა, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მიუსაფარი ბავშვების საკითხი თვითმმართველობის პრიორიტეტი კვლავ იქნება. მომხდარი ფაქტი არასწორი მესიჯია,”-განაცხადა “ვორლდ ვიჟენის” იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერმა დავით ჩხობაძემ.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

“მოხატე ქალაქი დედა ენით” კონკურის გამარჯვებულები ქუთაისის მერიის, ზურაბ ჟვანიას სკოლისა და ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებისაგან შემდგარმა კომისიამ გამოავლინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *