მოგზაურთა კლუბი “მთანი მაღალნი”

22 აპრილს ქუთაისში დასუფთავების აქცია მოაწყობს. დასუფთავების აქციაში მონაწილეობის მსურველებს, კლუბის წევრები ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ელოდებიან.

“ვისაც გიყვართ თქვენი ქალაქი და გული შეგტკივათ, 22 აპრილს გვექნება დასუფთავების აქცია (ლოკაციას ადგილზე გაიგებთ). ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა, გელოდებით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, “თეთრი სვეტები” 12:00 საათზე”,- აცხადებენ კლუბში.

22 აპრილი დედამიწის დღეა. ეს დღე 1970 წლიდან მსოფლიოს 176 ქვეყანაში აღინიშნება, მას შემდეგ რაც სანტა-ბარბარას საბადოდან ნავთობი ოკეანეში ჩაიღვარ და წყლის ბინადრები დაიხოცნენ. საქართველო დედამიწის დღის აღნიშვნას 1990 წლიდან შეურთდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *