ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში? – ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის

სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო და პლატფორმა ქალები საქართველოდან Women of Georgia ქუთაისში წიგნის პრეზენტაცია გამართა.

სტატიების სერიის “ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?” პირველი წიგნი 2013 წელს დაიბეჭდა. ის პირველი მცდელობა იყო, ცალკე კრებულად გამოეცათ ქართველი ფემინისტი ავტორების მსჯელობები. ახალი კრებული იგივე სერიის მეორე წიგნია და მასში იმ სტატიებია თავმოყრილი, რომლებიც ბოლო სამი წლის მანძილზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფემინისტურ ვებგვერდზე დაგროვდა.

“ჩვენი მხრიდან ეს პუბლიკაციები იყო პირველი მცდელობა, რომ ადგილობრივი პერსპექტივიდან შექმნილი ტექსტებისთვის ერთად მოგვეყარა თავი. გარდა ძველი სტატიებისა, წიგნში შესულია 2 ახალი სტატია, რომელიც კარგად ესადაგება ქალთა ბრძოლის იმ ხედვებს, რომელიც აქტუალურია დღეს. პუბლიკაციის სათაური ეფექტურია და ვფიქრობ, ამით იქცევს ყურადღებას. ფემინიზმისა და ფემინისტების მიმართ ჯერჯერობით გაურკვეველი დამოკიდებულება არსებობს. რა არის ამ ტერმინის უკან, ხშირად ეს არ არის ნათელი. ჩვენ ვალდებულები ვართ, თანამედროვე სამ,ყაროში გვქონდეს წარმოდგენა ისეთ იდეებზე, რომელმაც ბევრ სფეროში ხედვა რადიკალურად შეცვალა”,- განაცხადა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის წამომადგენელმა ეთუნა ნოღაიდელმა.

კრებულის პრეზენტაციის პარალელურად, წარმოგიდგენილი იყო გამოფენა “ქალები საქართველოდან”. პრეზენტატორები ფიქრობენ, რომ შერჩეული ისტორიები კარგად ეხმიანება კრებულში წამოჭრილ საკითხებს. მიაჩნიათ, რომ ქალების ხმა კიდევ უფრო ხმამაღლა გაიჟღერებს ყველა სივრცეში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *