საქართველოში ქუჩაში 2 000 ბავშვი ცხოვრობს.

რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ და რა აიძულებს ბავშვებს ქუჩაში ყოფნას, რადიო “ძველი ქალაქის” კითხვებს  “ვორლდ ვიჟენის” იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერმა დავით ჩხობაძემ უპასუხა.

-რამდენად დიდია სახელმწიფოდ როლი და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ შემცირდეს მიუსაფარ ბავშვთა რაოდენობა?

-მნიშვნელოვანია სოციალური პოლიტიკა, გარემო, ხალხის დამოკიდებულება, საზოგადოების დამოკიდებულება, რათა სწორად დაისვას საკითხი და სწორად იყოს გაგებული ხალხის მიერ, რას ნიშნავს ეს პრობლემა. ფაქტი, რომ კანონში გაჩნდა დეფინიცია “მიუსაფარი ბავშვების” სახით, წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა საჭიროა უფრო ქმედითი ნაბიჯები. მაგალითად, ეფექტური ღონისძიებების გატარება, რათა მიუსაფარ ბავშვებს მიუწვდებოდეთ ხელი სხვადასხვა სერვისებზე. მათ უნდა ჰქონდეთ არჩევანი, თავი დააღწიონ ქუჩას.

-რის გამო გამოდიან ბავშვები ქუჩაში? არის მშობლების მხრიდან დაძალების ფაქტებიც? 

-მიუსაფარ ბავშვთა პრობლემა კომპლექსური საკითხია, რომელიც მხოლოდ ერთი ფაქტორით არ განისაზღვრება.  არის როგორც კონკრეტული ჯგუფების მენტალობის საკითხი, ასევე ეკონომიკური, რის გამოც ოჯახები აკეთებენ არჩევანს, ბავშვები გამოუშვან ქუჩაში.პრაქტიკულად, ამით განიზომება სწორედ ის, რომ ამდენი ბავშვია მიუსაფარ ბავშვთა კატეგორიაში. არც ერთი ბავშვის სურვილი არ არის, რომ ქუჩაში იყოს. ეს არის ბიძგი მეტწილად იმ ეკონომიკური ფაქტორებისა, რომლის წინაშეც ეს ოჯახები არიან. თუმცა, ჩვენი როლი იმაში მდგომარეობს, რომ მათ ავუხსნათ, რამდენად საფრთხის შემცველია ეს ქმედება მათი შვილებისათვის.

ცნობისთვის, 12 აპრილი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვთა საერთაშორისო დღეა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *