ტაქსის კომპანიის “მაქსიმი” მძღოლები

მესამე დღეა გაფიცულები არიან. მძღოლები ტარიფის გაზრდას ითხოვენ. მათი თქმით, არსებული სატარიფო სისტემით მუშაობა შეუძლებელია და საწყისი თანხა 2 ლარიდან უნდა იწყებოდეს. გარდა ამისა, ისინი ბაზარზე კონკურენტი კომპანიის გამოჩენის აუცილებლობაზე საუბრობენ. მიაჩნიათ, რომ ამ შემთხვევაში შრომითი ბაზარი უფრო უკეთესი გახდება.

“ბაზარზე ერთი მოთამაშეა და რასაც უნდა იმას აკეთებს. 2-3 კომპანია რომ იყოს ჩვენთვისაც კარგი იქნება. თუნდაც სახელმწიფო ჩაერიოს და შეიქმნას ნორმალური ტაქსოპარკი, როგორც ეს მოწესრიგებულ ქვეყნებშია”,- ამბობენ გაფიცული მძღოლები. 

ტაქსის კომპანია” მაქისიმის” წარმომადგენელმა გუშინ განაცხადა, რომ ტარიფის გაზრდა არ მოხდება, თუმცა მძღოლებთან მოლაპარაკებებს გამართავენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *